1. პროექტის სახელწოდება: "საქართველო ანექსიისა და რეპრესიების ქარცეცხლში";
2. პროექტის მთავარი იდეა: საქართველოს ანექსიისა და შემდგომი პერიოდის რეპრესიების ეპიზოდების გაცნობა და გამოკვლევა;
3.პროექტის აქტუალობა:
მოსწავლეების მიერ ჩატარებული სხვადასხვა აქტივობები, ისტორიული მასალის, დოკუმენტების, წყაროების კვლევა, შესწავლა, ანალიზი, ინტერვიუების ჩაწერა, მოპოვებული მასალის ურთიერთგაზიარება ხელს შეუწყობს თემის ირგვლივ ახალი ცოდნის შეძენას, სხვებისთვის გაცნობასა და ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული უნარ-ჩვევების განვითარებას.
4.პროექტის მიზანი:
- 1921-1937 წლების მოვლენების საფუძვლიანი გაცნობა;
- თანამშრომლობითი კულტურის განვითარება;
- კვლევის,ინფორმაციის მოძიებისა და კრიტიკული აზროვნების განვითარება;
5. მონაწილეთა ასაკი:16-17 წელი
6. ვადები (ხანგრძლივობა): 4 კვირა
7. მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
- პროექტის დასრულებისას შეიქმნება ბლოგი, სადაც აიტვირთება თემის შესახებ მოპოვებულ მასალა და ინფორმაცია, მასში თანმიმდევრულად წარმოჩნდება 1921-1937 წლების მოვლენების ამსახველი ფოტო და დოკუმენტური მასალა, რომელიც დამთვალიერებელს ნათელ წარმოდგენას შეუქმნის საქართველოს ისტორიის უმძიმეს პერიოდზე. მოეწყობა პრეზენტაცია.
8. პროექტისათვის საჭირო რესურსები: ფოტოაპარატი, ვიდეოგადამღები,ინტერნეტი, კომპიუტერი;
9 . პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები) :
გონებრივი იერიშის საშუალებით მოსწავლეები წარმოაჩენენ თავიანთ იდეას საპროექტო თემის შესარჩევად; არჩევითობის პრინციპით მოსწავლეები დაიყოფიან 3 ჯგუფად, თითოეულ ჯგუფს მიეცემა დავალება.
I ჯგუფის წევრები იძიებენ, ახარისხებენ, იკვლევენ მეოცე საუკუნის 20-30-იან წლებში მმართველობითი სისტემის შესახებ არსებულ დოკუმენტებსა და წყაროებს ; II ჯგუფის წევრები იწერენ ინტერვიუებს რეპრესირებულთა ოჯახების წევრებთან, სადაც წარმოჩნდება მათ მიერ გადატანილი სირთულეები, რომელიც მოუტანათ პოლიტიკურმა ტერორმა, იძიებენ ფოტომასალას რეპრესიების მსხვერპლთა შესახებ;III გჯუფის წევრები იკვლევენ, როგორ შეიძლება განისაზღვროს მსოფლიო ისტორიულ პროცესში საქართველოს ადგილი; თითოეული ჯგუფი განსაზღვრულ ვადაში წარმოადგენს შესრულებულ დავალებას.
განსაზღვრული ვადებში თითოეული ჯგუფი წარმოადგენს პრეზენტაციას.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტ.XII: მოსწავლეებს შეუძლიათ მეოცე საუკუნეში მმართველობით სტრუქტურებში მომხდარი ცვლილებების ანალიზი
ისტ. XII: მოსწავლეს შეუძლია პოლიტიკური ისტორიის საკითხების კვლევა, მსოფლიო ისტორიულ პროცესში საქართველოს ადგილის განსაზღვრა
11. პროექტის ხელმძღვანელი/მასწავლებელი : მანანა ჩხაიძე
12. ხელმძღვანელის ელფოსტა: mananachkhaidze65@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: საინფორმაციო ტექნოლოგიები
No comments:
Post a Comment